სამოგზაურო ინტერნეტი

რას გთავაზობთ

ლაგი გთავაზობთ სამოგზაურო (როუმინგ) eSIM ინტერნეტს 190-ზე მეტ ქვეყანაში. პაკეტს ყიდულობთ აპლიკაციიდან, ამატებთ eSIM-ს ტელეფონში და იყენებთ მობილურ ინტერნეტს საზღვარგარეთ — ადგილობრივი სიმ-ბარათის გარეშე. ლაგის აპლიკაციაში არის ორი ტიპის სამოგზაურო ინტერნეტი: ლოკალური და რეგიონალური eSIM. ორივე მუშაობს eSIM ტექნოლოგიით. მიზანი ერთია: უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი მოგზაურობისას, რაც შეიძლება დაბალ ფასად.

რეგიონალური eSIM

ერთი პაკეტი რამდენიმე ქვეყანში. ევროპა, აზია, ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და სხვა რეგიონები — ყველაზე ხელსაყრელი პაკეტები. ჩვენ გთავაზობთ რეგიონალურ პაკეტებს ყველაზე იაფად, რათა თქვენ კომფორტულად იმოგზაუროთ და არ მოგიწიოთ ბევრი ისიმის დაინსტალირება

ლოკალური eSIM

ერთი ქვეყანა — ერთი პაკეტი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ ნახავთ თქვენთვის სასურველ კონკრეტულ ქვეყანას რეგიონალურ პაკეტში, შეგიძლიათ გაიაქტიუროთ ლოკალური პაკეტი და ისარგებლოთ ინტერნეტით

როგორ მუშაობს

1

გადმოწერა

გადმოწერეთ ლაგის აპლიკაცია iOS ან Android-ზე.

2

ბალანსი

შეავსეთ ბალანსი აპლიკაციიდან, ინტერნეტბანკით ან სწრაფი გადახდის აპარატით.

3

პაკეტი

აირჩიეთ ლოკალური ან რეგიონალური ინტერნეტ პაკეტი.

4

აქტივაცია

დააინსტალირეთ eSIM QR კოდით ან ბმულის საშუალებით და ჩართეთ ინტერნეტი ლაგის ისიმზე.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ქვეყანაში მუშაობს ლაგის სამოგზაურო eSIM?

190-ზე მეტ ქვეყანაში. ლოკალური პაკეტი ერთ ქვეყანას ფარავს, რეგიონალური — რამდენიმეს ერთად.

რა განსხვავებაა ლოკალურ და რეგიონალურ eSIM-ს შორის?

ლოკალური eSIM არის ერთი ქვეყნისთვის. რეგიონალური eSIM ერთ პაკეტში აერთიანებს რამდენიმე ქვეყანას (მაგალითად ევროპას).

საჭიროა თუ არა eSIM სამოგზაურო ინტერნეტისთვის?

დიახ. ლაგის ინტერნეტი მხოლოდ eSIM-ით მუშაობს. ულიმიტო ზარები და SMS eSIM-ის გარეშეც შეგიძლიათ.

სად ვიყიდო სამოგზაურო eSIM?

მხოლოდ ლაგის აპლიკაციაში. შეავსეთ ბალანსი, გადადით ინტერნეტის გვერდზე და აირჩიეთ პაკეტი.